დღე 4
ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში პროექტით სწავლების პროცესი,დღეს მომეცა საშუალება ნათლად დამენახა პროექტის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში,გავეცანი მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:21 საუკუნის უნარჩვევები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.ტრენერი დეტალურად გვამუშავებს თითოეულ პუნქტზე, რაც მიადვილებს შემდეგ პროექტის დაგეგმვას
დღე 3
დღეს აუდიტორიამ წარმოადგინა პროექტთან დაკავშირებით საინტერესო, სადისკუსიო საკითხები.განვიხილეთ დაგეგმილი საპროექტო მასალები და გავიზიარეთ ერთმანეთის აზრები.ურთიერთ სწავლება საუკეთესო ამოსავალია, ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად,დავისახე მიზნობრივი პროცედურები პროექთის შესაქმნელად.
დღე 2
დღეს გავეცანი ბროსურის შექმნის პროცედურებს,საინტერესო იყო პუბლიკაციებზე მუშაობა.ეს დღეც ძალიან პროდუქტიული იყო და სამომავლოდ გამოვიყენებ სასწავლო პროცესში
intel
Saturday, December 12, 2015
დღე 7
მე-7 დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე.გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების რუბრიკას ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და შემდეგ დაგეგმილი პროექტებისთვის განვახორციელებ კორექტირებას,ვისწავლე drive-ში საქაღალდეების შექმნა და bloger-ში ჩაშენება.ასევე საინტერესო იყო ჩემთვის და გამოვიყენებ სასწავლო პროცესში
Sunday, December 6, 2015
დღე-6
დღე მეექვსე იყო ძალიან საინტერესო,ვინაიდან ვიმუშავეთ პრეზენტაციის გაკეთებაზე power-point-ში.სურათების ვიდეო რგოლის დაყენება ჩემს მიერ გაკეთებულ პრეზენტაციაში სლაიდების გაკეთება,ეფექტების მიცემა.დიზაინი და დროის რეგულირება პრეზენტაციის დროს. ტრენერმა ნათლად გვაჩვენა პრეზენტაციის თითოეული პუნქტი.
Saturday, December 5, 2015
დღე-5
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით მესამე მოდულს, იყო მრავლის მომცველი. გავეცანი ონლაინ საკომუნიკაციო რესურსებს, გავეცანით რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირის მისაცემად,გავეცანით საავტორო უფლებების მიზნობრივად გამოყენებას.ვისწავლე drive-ში დოკუმენტების მომზადება.და შენახვა.ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემთვის ტეკნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
Saturday, November 14, 2015
დღე-1
დღეს მოვისმინე პროექტებით სწავლების შესახებ ლექცია და ბევრ ახალ საინტერესო საკითხს გავეცანი. მოდული 1 განვიხილეთ 21 საუკუნის უნარჩვევები.ვნახეთ ვიდეო რგოლი სადაც იყო ინტეგრირებული გაკვეთილი, ნათლად დავინახე სტუდენტების ჯგუფური მუშაობა და მათი მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება.ასევე დავრეგისტრირდი ბლოგერ-ში. ეს ლექცია ძალიან ბევრის მომცემი იყო ჩემთვის და ძალიან კმაყოფილი გახლავართ
Subscribe to:
Posts (Atom)